სერია ა-ს მეოთხე ტურში “ნაპოლი” “ჯენოას” ესტუმრება.
გამოცემა “Il Mattino”-ს ცნობით, “პარტენოპეის” მთავარი მწვრთნელი რუდი გარსია ამ შეხვედრაში ცვლილებებს გეგმავს.
წყაროს ცნობით, გუნდის ძირითად შემადგენლობაში მატიას ოლივერას ნაცვლად მარიო რუის ვიხილავთ.
ამასთანავე, თერთმეტეულში ვერც ანდრე-ფრანკ ზამბო ანგისა მოხვდება, რომელსაც მცირე ტრავმა აწუხებს.
ხვიჩა კვარაცხელია “ჯენოას” პირველივე წუთებიდან ძირითადი შემადგნელობიდან შეუტევს.
Post Views: 15,046