ხვიჩა კვარაცხელიამ 89 წუთი ითამაშა, მაგრამ ჯენოასთან თამაში გოლისა და საგოლე პასის გარეშე დაასრულა. მისმა ნაპოლიმ კი 0:2-ის შემდეგ ქულა გადაარჩინა, რასპადორისა და პოლიტანოს გოლებით. ნაპოლის 7 ქულა აქვს და მეხუთეა ცხრილში.
22 წლის ხვიჩა კვარაცხელიას აშკარად ცუდი დროება უდგას – მისმა გუნდებმა (ნაპოლი, საქართველოს ნაკრები) ზედიზედ ოთხ მატჩში ვერ მოიგეს (1 ფრე, 3 მარცხი), თავად კი გოლი 19 მარტის მერე არ გაუტანია. მას მერე, ოფიციალურ შეხვედრებში ხვიჩას ანგარიშზე ერთადერთი საგოლე პასია.
WhoScored-მა კვარას საკმაოდ კარგი შეფასება დაუწერა – 7.15. ნაპოლიში მეტი მხოლოდ ჟიელინსკის და გოლების ავტორებს ჰქონდათ.
Post Views: 856