მოგეხსენებათ, რომ “ჯენოასთან” შეხვედრაში რუდი გარსიამ ხვიჩა კვარაცხელია 89-ე წუთზე შეცვალა, რასაც ქართველის მხრიდან დაუფარავი უკმაყოფილება მოჰყვა, ამის შემდეგ კი ეს საკითხი იტალიურ მედიაში განხილვის საგნად იქცა:
“გარსია არასდროს ყოფილა დიდი ფეხბურთელი და მას არ ესმის, რატომ უნდა იყოს ხვიჩა კვარაცხელია მატჩის ბოლო წუთებზე მოედანზე. ის იმ იშვიათთაგანია, რომელსაც თამაშში კრეატივის შემოტანა შეუძლია. გარსია აუცილებლად უნდა გაათავისუფლონ, ხოლო რაც უფრო დაგვიანდება ეს პროცესი, პრობლემები უფრო გაიზრდება”, – ენრიკო ფედელე.
“ყველაზე შემაშფოთებელი არა კვარას შეცვალა, არამედ ქართველის ჟესტია. ეს მწვრთნელის მიმართ უნდობლობას მიუთითებს, რაც ხვიჩას სპალეტისთან არასდროს გაუკეთებია”, – ამბობს სანდრო საბატინი.
ასევე ერთ-ერთი გამოცემა ნაპოლის ახალ და ძველ მწვრთნელებს ადარებს :
“რაც ხვიჩამ გარსიას აკადრა ეს რომ სპალეტისთვის გაეკეთინა, ყველა კვარას გააკრიტიკებდა. ახლა კი პირიქითაა. მიუხედავად იმისა რომ ხვიჩას საქციელი არ იყო მოსაწოლი, რუდი გარსია მისი გაყვანით ნამდვილად შეცდა. სპალეტის ნაპოლი უკეთეს ფეხბურთს თამაშობდა. გარსიას ჯერ ბევრი აქვს სამუშაო.”