“ნაპოლიმ” ახალი, 2023/24 წლების სეზონი არცთუისე კარგად დაიწყო.
“ლაციოსთან” განცდილი მარცხის შემდეგ, ნეაპოლურმა კლუბმა ქულები “ჯენოასთანაც” დაკარგა.
აღსანიშნავია, რომ გუნდის ახალი მწრთვნელის, რუდი გარსიას სკამი სეზონის სტარტზევე შეირყა, რასაც მედიის კრიტიკაც თან ახლავს.
როგორც გამოცემა “CalioNapoli” წერს, ფრანგი სპეციალისტი ამ ყველაფერს ყურადრებას არ აქცევს.
წყაროს ცნობით, რუდის კლუბიდან გათავისუფლების არ ეშინია და გეგმავს, რომ თავისი საქმის გაკეთება ყელანაირი წნეხის გარეშე განაგრძოს.
Post Views: 913