ხვიჩა კვარაცხელია რუდი გარსიამ “ბრაგასთან” შეხვედრაში მატჩის 66-ე წუთზე შეცვალა. აღნიშნულთან დაკავშირებით ნაპოლის მწვრთნელმა კომენტარი გააკეთა :
“კვარამ შეტევაში კარგად ითამაშა, პირველი გოლში მონაწილეობაც მიიღო, მაგრამ მნიშვნელოვანია დაცვითი ფაზაც. სეზონისთვის მზადების დროს მან ტრავმა მიიღო, პირველი მატჩი გამოტოვა, მეორეში კი სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და აკლია ტემპი. მას სათამაშო დრო სჭირდება, რათა თავი ბრწყინვალედ წარმოაჩინოს”, – თქვა ფრანგმა სპეციალისტმა.
Post Views: 1,718