ხვიჩა კვარაცხელიას სხვა გუნდების მსგავსად თვალს აქტიურად ადევნებენ მადრიდის “რეალშიც” და მას სამომავლო პროექტის ნაწილად განიხილავენ.
Gazzeta Dello Sport იტყობინება, რომ “სამეფო კლუბი” კვარაცხელიას სანაცვლოდ მზადაა 100 მილიონი ევრო გადაიხადოს.
როგორც ირკვევა, ის ძალიან მოსწონს “რეალის” თავკაც კარლო ანჩელოტის, რომელიც კვარაცხელიას უკვე დიდი ხანია, რაც თვალს ადევნებს. ამას ემატება ისიც, რომ ხვიჩას “ნაპოლისთან” კონტრაქტის გახანგრძლივებაზე აქვს პრობლემა.
ყველაფერი შესაძლოა იმაზე იყოს დამოკიდებული თუ როგორ წარმოაჩენს თავს კვარა ჩემპიონთა ლიგაზე მადრიდის “რეალთან” გასამართ ორ შეხვედრაში.
Post Views: 2,513