სერია ა-ს მომდევნო ტურში “ნაპოლი” “ბოლონიას” დაუპირისპირდება.
ilmionapoli მატჩამდე წერს, რომ შესაძლოა რუდი გარსიამ ცვლილებები განახორციელოს და ძირითად შემადგენლობაში ზამბო ანგისასა და ხვიჩა კვარაცხელიას შემცვლელები მოძებნოს.
როგორც ირკვევა, დაცვის ხაზში ნათანისა და ოსტიგორის დუეტის ხილვაა სავარაუდო, ხოლო მარცხენა ფლანგზე კვლავ მარიო რუი იქნება.
რაც შეეხება ზამბო ანგისასა და კვარაცხელიას, კამერუნელი ფეხბურთელის მაგივრად შესაძლოა ელმასი ვიხილოთ, ხოლო ქართველი შეიძლება ჯაკომო რასპადორიმ შეცვალოს.
წყარო : სპორტლაინი
Post Views: 2,330