ნეაპოლის კლუბის სპორტულმა დირექტორმა მაურო მელუზომ Sport Mediaset-თან გუნდისა და მისი ვარსკვლავების მიმართ გამოთქმულ კრიტიკას უპასუხა და აღნიშნა, რომ ხვიჩას და ვიქტორის თამაშზე შეუძლებელია აისახებოდეს ის ფაქტი, რომ მათთან ახალი კონტრაქტები აქამდე არ გაფორმებულა.
“კვარაცხელიასთან დაკავშირებით არანაირი პრობლემა არ არსებობს. ის არაჩვეულებრივი ბიჭია, როგორც მთელი გუნდი. ვერ ვხედავ ვერავითარ ნიშანს იმისა, რომ ჩვენი მოთამაშეებიდან რომელიმე მიღწეულით კმაყოფილია. კვარა და ოსიმენი პროფესიონალები არიან და საკითხები, რომლებიც კონტრაქტის ასპექტებს შეეხება, შეუძლებელია მათ შედეგებზე აისახებოდეს”, – აქვეყნებს მელუზოს სიტყვებს ნეაპოლური მედია.”
Post Views: 3,067