სერია ა-ს მომდევნო ტურში “ნაპოლის” მეტოქე “ბოლონია” იქნება.
მატჩისწინა პრესკონფერენციაზე რუდი გარსიამ მედიის კითხვებს უპასუხა და კიდევ ერთხელ შეეხო ხვიჩა კვარაცხელიას საკითხსაც:
“იმედი მაქვს, ხვიჩა კვარაცხელიას უგოლო სერია მალე მორჩება, მაგრამ ეს მისთვის აკვიატება და მთავარი საზრუნავი არ უნდა გახდეს, თორემ უფრო გაიჭირდება გატანა.
მან თავისი თამაში უნდა ითამაშოს, ცივი გონებით, სიამოვნება მიიღოს პროცესით, უნდა იმუშავოს შეტევაშიც და დაცვაშიც. ეს ეხება ყველას, ასე მოვა შედეგი”, – განაცხადა გარსიამ.
Post Views: 7,147