ვეტერანმა იტალიელმა ფეხბურთელმა ფულვიო კოლოვატიმ კვარა-ოსიმენის დუეტზე ისაუბრა და განაცხადა, რომ რამდენიმე თამაში “ნაპოლის” ვარსკვლავები სათადარიგო სკამზე ყოფნას იმსახურებენ.
“მე ამ მომენტში კვარას და ოსიმენს 3-4 თამაში სათადარიგო სკამზე დავტოვებდი იმის გამო, თუ როგორ მოიქცნენ ისინი. როგორ ბედავენ ისინი და ასე განიხილავენ გარსიას არჩევანს? მწვრთნელს შეუძლია მიიღოს ის გადაწყვეტილებები, რაც მას სურს” – ამბობს მსოფლიოს ჩემპიონი.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩასაც და ოსიმენსაც რუდი გარსიასთან პრობლემები აქვთ. ეს ყველაფერი კი ნაპოლის მთავარი ვარსკვლავების დროზე ადრე შეცვლების ბრალია.
Post Views: 1,486