იტალიური მედია ხვიჩა კვარაცხელიას საოცარ თამაშს უკვე აქტიურად განიხილავს და წერენ, რომ ძველი კვარა სწორედ “უდინეზეს” წინააღმდეგ დაბრუნდა.
კვარამ გოლი გაიტანა და ასევე საგოლე გადაცემაც ჩაიწერა აქტივში. სტატისიკურმა გვერდებმა კი მისი თამაში 10-ქულიანი სისტემით 9.3-ით შეაფასეს.
როდესაც კვარამ გოლი გაიტანა აურელიო დე ლაურენტისი აჩვენეს კამერებმა, სადაც ჩანდა რომ ნაპოლის ბოსი ხვიჩას გოლით ბედნიერი იყო.
“დააკვირდით დე ლაურენტისის რეაქციას კვარას გოლზე ? ნაპოლის ბოსი ბედნიერია რომ მისმა აღმოჩენამ კვლავ დაიწყო მაღალ დონეზე თამაში. აურელიოს ერთი ჩაღიმება ყველაფერზე მეტყველებდა” – წერს ერთ-ერთი იტალიური გვერდი.
Post Views: 48,340