“მილანის” ყოფილმა კაპიტანმა მასიმო ამბროსინიმ ხვიჩა კვარაცხელია შეაქო.
“ხვიჩა ფენომენია. მილანთან ჩემპიონთა ლიგის მატჩის შემდეგ გააკრიტიკეს, მაგრამ ერთადერთი იყო, ვინც ინდომებდა და რაღაცის შექმნას ცდილობდა. არ შეიძლება, რომ ასეთ ფეხბურთელზე ეჭვები არსებობდეს.” – განაცხადა ამბროსინიმ.
იტალიელი ფეხბურთელი “მილანის” ღირსებას 1995–2013 წლებში იცავდა.
Post Views: 1,761