ვიქტორ ოსიმენმა ნიგერიულ ტელევიზიას ინტერვიუ მისცა, საიდანაც გთავაზობთ ამონარიდს.
“დედა დიდი ხნის წინ დავკარგე, 2020 წელს მამაც გარდამეცვალა, მაგრამ ვიცი, რომ ისინი ჩემით ძალიან ამაყობენ. ფეხბურთში პირველად გამომუშავებული ფულით მამას სახლი ვუყიდე, რაც ჩემი ერთ-ერთი ყველაზე დიდი მიღწევაა. ღმერთს არ უყვარს ზარმაცი და სასწაულის მოლოდინში მყოფი ადამიანები. ყოველთვის უნდა იმუშაო. ყველაფერს მივაღწიე, რაზეც ბავშვობაში ვოცნებობდი და იმის გათვალისწინებით, თუ საიდან მოვდივარ, არ შემიძლია, თავი ლეგენდად არ მივიჩნიო. არა ტიტულების გამო, არამედ იმის გამო, რომ შემიძლია საკუთარი თავის, ოჯახის და ჩემი ახლობლების მხარდაჭერა. ვფიქრობ, ეს ჩემი უდიდესი გამარჯვებაა”. – განაცხადა ოსიმენმა
Post Views: 7,828