ვეტერანი იტალიელი ფეხბურთელი და მწვრთნელი კლაუდიო ონოფრი ხვიჩა კვარაცხელიას დაქორწინებას ეხმაურება და ამბობს, რომ ეს ხვიჩას სულიერ სიმშვიდეს მოჰგვრის.
“ახალგაზრდა ფეხბურთელისთვის დაქორწინებას შეიძლება გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდეს. ეს ქორწილი ხვიჩას სულიერ სიმშვიდეს მოჰგვრის. მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობისთვის კარგია რადგან ასეთი ნაბიჯი გადადგა. ყველაფერს დანარჩენს მოედანზე ვიხილავთ” – განაცხადა ონოფრიმ.
Post Views: 49,111