იტალიური გამოცემა “არეანაპოლი” ავრცელებს ინფორმაციას, რომ გუნდის პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი “ნაპოლის” ვარჯიშს დაესწრო და ფეხბურთელები მოინახულა.
გამოცემა წერს რომ საქართველოდან ქორწილის შემდეგ დაბრუნებულ ხვიჩა კვარაცხელიასთან პირადად მივიდა დე ლაურენტისი და გაბედნიერება მიულოცა. აურელიოსთან ერთად იყვნენ ნაპოლის ის ფეხბურთელებიც, ვინც სანაკრებო პაუზების შემდეგ გუნდს შეუერთდნენ.
შეგახსენებთ, რომ ნაპოლიში შემადგენლობის მხრივ პრობლემებია. გუნდს მინიმუმ ერთი თვე ვერ დაეხმარება ტრავმის გამო ვიქტორ ოსიმენი.
Post Views: 72,922