ხვიჩა კვარაცხელიამ “ვერონას” ორი გოლი გაუტანა და იტალიელებს ახალი აღნიშვნაც ანახა.
კვარა გოლის გატანის შემდეგ ისრის სროლის იმიტიაციას აკეთებს, რაც იტალიელ ქომაგებს მოეწონათ.
“კვარაცხელია დაბრუნდა ! დუბლი და შოუ ვერონას წინააღმდეგ. ქართველი ფენომენი ყურადღების ცენტრში იყო, ორივე ტაიმში გოლი გაიტანა და ოსიმენის გარეშე გარსიას გუნდს ულიდერა” – წერს gazzettadellosport.
“კვარას აღნიშვნა ნოსტალგიებს იწვევს. ასეთ სტილში აღნიშნავდა გოლებს ედინსონ კავანიც”
“ხვიჩას ახალი აღნიშვნა უბრალოდ იდეალურია”
“შეიძლება ბევრს არ მოეწონოს კვარას ისრლის სროლა, მაგრამ აშკარაა მას ეს აღნიშვნა უხდება”
“ქართველი მონდომებულია, მისი ახალი აღნიშვნაც კვარას დიდ დაბრუნებას უკავშირდება” – წერენ იტალიელები.
Post Views: 5,327