ჩემპიონთა ლიგაზე “უნიონ ბერლინთან” გამარჯვების შემდეგ “ნაპოლის” მთავარმა მწვრთნელმა რუდი გარსიამ ჟურნალისტებთან ისაუბრა, სადაც კვარაცხელიას შესახებაც გააკეთა კომენტარი.
“კვარაცხელიამ მშვენივრად ითამაშა. დარწმუნებული ვიყავი, რომ “უდინეზესთან” გოლის შემდეგ ის ძველ როლში დაგვიბრუნდებოდა, მისთვის მთავარი იყო მხოლოდ გოლზე არ ეფიქრა და ასეც მოხდა. უდინეზესთან მატჩის შემდეგ ის გახდა განსხვავებული, უფრო მშვიდი და ხედავთ, რომ ბევრად უკეთესია. კვარაცხელია ხელახლა იბადება“ – განუცხადა ჟურნალისტებს გარსიამ.
Post Views: 1,213