ხვიჩა კვარაცხელიამ ნაკრებში მე-15 გოლი გაიტანა (28 მატჩში) და ყველა დროის ბომბარდირებში ალექსანდრე იაშვილს მე-3 ადგილზე გაუთანაბრდა.
კვარას ამ შედეგისთვის 39-ით ნაკლები მატჩი დასჭირდა, ვიდრე იაშვილს.
შეგახსენებთ, რომ ნაკრების ისტორიაში პირველ ადგილზე შოთა არველაძეა 26 გოლით, მეორეზე კი თემურ ქეცბაია 17 გოლით.
Post Views: 8,206