რესპუბლიკური საავადმყოფო სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს.
ახლახანს ცნობილი ქართველი ექიმი, ხუტა პაჭკორია, გარდაიცვალა.
„ ◾ გარდაიცვალა რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმი გასტროენტეროლოგი ხუტა პაჭკორია
◾ ბატონი ხუტა გამოირჩეოდა განსაკუთრებული პროფესიონალიზმითა და განსწავლულობით, ის იყო 180-მდე სამეცნიერო ნაშრომის და 9 მონოგრაფიის ავტორი გასტროენტეროლოგიასა და შინაგან მედიცინაში. მედიცინის ისტორიკოსთა საერთაშორისო ასოციაციის (1997 წლიდან) და ინტერნისტთა საერთაშორისო ასოციაციის წევრი. დაჯილდოებულია გრ.მუხაძის საიუბილეო მედლით (1992წ.)
◾ ვუსამძიმრებთ ოჯახს, მეგობრებს, კოლეგებს და სრულიად საქართველოს სამედიცინო საზოგადოებას!“, – აღნიშნულია პოსტში.
Post Views: 2,564