ნაპოლის ახალმა მწვრთნელმა ვალტერ მაძარიმ პირველი პრესკონფერენცია გამართა, სადაც ხვიჩა კვარაცხელიას შესახებაც ისაუბრა და კვარასა და ლავეცის შეადრებაზეც გააკეთა კომენტარი.
“ლავეცის და კვარას შედარება ? რთული სათქმელია და ვერ შევადარებ. ისინი ორივე მსგავსი ფეხბურთელები არიან. შეუძლიათ მეტოქის მოტყუება და გოლის გატანა. ლავეცის უკან ჩასვლას და დაცვის დამხარებას არ ვთხოვდი, რადგან ძალიან იღლებოდა. ის კვარასავით დაცვას არ ეხმარებოდა. ახლა სხვა ფეხბურთია. მათი შედარება რთულია” – განაცხადა მაძარიმ.
შეგახსენებთ, რომ მაძარი წლების წინაც წვრთნიდა ნაპოლის, სადაც გუნდის მთავარი ვარსკვლავები ეიზეკილ ლავეცი, ედინსონ კავანი და მარეკ ჰამშიკი იყვნენ.
Post Views: 11,648