იტალიური გამოცემები ავრცელებენ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც ხვიჩა კვარაცხელიამ “ატალანტასთან” მატჩის შემდეგ ვალტერ მაძარის სრული ნდობა მოიპოვა.
როგორც იტალიურ პრესაში იუწყებიან, მაძარიმ ხვიჩაში სწორედ ის ლიდერი დაინახა, ვის გარშემოც გუნდის აწყობა სურს.
“კვარაცხელია მაძარიმ არ შეცვალა და ბოლომდე ათამაშა, ორი აზრი არ არის რომ ვალტერისთვის კვარაცხელია ნამდვილი აღმოჩენაა და თავად დარწმუნდა თუ რა შეუძლია ქართველს მოედანზე, მატჩის ბოლოს ხვიჩას ჩაეხუტა და მის მიმართ სითბო გამოხატა, რუდი გარსია ამას არასდროს გააკეთებდა” – წერს ერთ-ერთი გამოცემა.
შეგახსენებთ, რომ კვარაცხელიამ “ატალანტასთან” პირველ ტაიმში გოლი თავით გაიტანა.
Post Views: 11,585