მიუხედავად იმისა, რომ როგორც “ნაპოლი”, ისე ხვიჩა კვარაცხელია შარშანდელი სეზონივით ვერ ბრწყინავს, ქართველი ფეხბურთელი იტალიის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელების ხუთეულში მაინცაა.
მიმდინარე სეზონში კვარაცხელიას საშუალო შეფასება 7.49 ქულაა WHOSCORED-ის მიხედვით, რითიც კვარა მეხუთე ადგილზეა.
- მატიას სულე (ფროზინონე) – 7.80
- ლაუტარო მარტინესი (ინტერი) – 7.69
- ჰაკან ჩალჰანოღლუ (ინტერი) – 7.51
- ადრიენ რაბიო (იუვენტუსი) – 7.50
- ხვიჩა კვარაცხელია (ნაპოლი) – 7.49
“ინტერთან” მატჩში Whoscored.com-მა კვარას თამაში 10-ქულიანი სისტემით 7.15 ქულით შეაფასა, რაც ნაპოლის რიგებში საუკეთესო მაჩვენებელი იყო.
Post Views: 1,184