იტალიის ნაკრების მწვრთნელი ლუჩიანო სპალეტი სერია ა-ს წლის შემაჯამებელ ღონისძიებას ესწრებოდა, სადაც კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა.
“სანამ ხვიჩას ვიყიდიდით, რუსეთში ყველას დავურეკე თუ როგორი მოთამაშე იყო კვარა. ყველა ამას ამბობდა რომ ჯერ სრულყოფილი არ იყო, თუმცა საოცარი თვისებები ჰქონდა. კვარას დღესაც კი აქვს მომატების პოტენციალი. როდესაც ვარჯიშზე კვარაცხელია დი ლორენცოს ეთამაშებოდა პირველად, ჯოვანის ვკითხე როგორი იყო კვარა, მან კი მიპასუხა რომ სხვა ფლანგზე გადამეყვანა ის. მას განსაკუთრებული უნარები აქვს” – თქვა სპალეტიმ.
Post Views: 1,551