ხვიჩა კვარაცხელია თანაგუნდელის ზამბო ანგისას შესახებ საუბრობს :
“ოსიმენი, მე, ანგისა და ელმასი მატარებელში ვიყავით. ზამბო ერთი საათის მანძილზე მესაუბრა და სიმართლე გითხრათ, ასე მთელი გულით არავისთვის მისმენია. ის გულწრფელად მესაუბრა, სერია ა-ში არსებული სუტუაცია დეტალურად ამიხსნა და თვითშეფასებაში და თავდაჯერებაში დამეხმარა. მისი სიტყვების შემდეგ უკეთესი გავხდი და მოედანზე უკეთეს გადაწყვეტილებებს ვიღებ. ჩემი სტილი და თამაში შეიცვალა.” – განაცხადა კვარაცხელიამ ანგისას შესახებ.
შეგახსენებთ, რომ იუვენტუსთან მატჩში კვარაცხელიამ ყვითელი ბარათი მიიღო, როდესაც გატის პროვოკაციას წამოეგო. ამ დროს ხვიჩასთან მალევე გაჩნდა კვარაცხელია და უთხრა : “ხვიჩა დამშვიდდი, შენი თავი, შენი თავი გამოიყენე”
Post Views: 4,058