ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ წერს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.
“პრობლემა კვარაში უფროა თუ “ნაპოლიში”?
ერთი მხრივ გვაქვს ბოლო დროს ხვიჩას გაფუჭებული კარგი მომენტები, მაგრამ მეორე მხრივ გვაქვს ხვიჩას გატანილი სამი გოლი ნაკრების ორ თამაშში, თან შოტლანდიასთან და ესპანეთთან.
იქნებ, საქმე პოზიციაშია?
გავიხსენოთ, რომ ხვიჩა ნაკრებში ცენტრში და წინ თამაშობდა, მეორე თავდამსხმელად და ნამდვილი ცენტრფორვარდივით გაიტანა გოლები (მისი დღეს იუვესთნ გაფუჭებული მომენტი ვერ დაჩრდილავს მის ამ უნარს).
იქნებ, დროა “ნაპოლიმაც” ის სხვა პოზიციაზე მოსინჯოს. ტაქტიკა შეცვალოს და “იუვენტუსვით” სამი მცველით და ორი თავდამსხმელით ითამაშოს?
ამით ორ პრობლემას მოაგვარებდა : დირკა დაცვას გამოასწორებდა და კვარასაც უფრო ეფექტურს გახდიდა, მაგრამ არა, ჯიუტად არ ცვლიან ამ 4-3-3 – ს. თან მარცხენა მცველიც არ ყავთ, რომ ხვიჩას ფლანგზე დაეხმაროს. შედეგად თამაში სულ მარჯვენა ფლანგზე მიდის და კვარასთზნ ბურთი იშვიათადაა.
p.s. ის გოლი რომ უნდა გაეტანა, მაგაზე არაა საუბარი. ასეთი რამეები ხდება. პოსტი ზოგადად მის ბოლო პერიოდს ეხება.” – წერს მეტრეველი