ხვიჩა კვარაცხელია და მისი გარემოცვა ელოდება, თუ როდის გადაწყვეტს ნაპოლის ბოსი, აურელიო დე ლაურენტისი კონტრაქტის შესახებ დალაპარაკებას.
ამის შესახებ ინფომაციას იტალიური გამოცემა Il Mattino ავრცელებს.
“კვარას და დე ლაურენტისის შეხვედრა დღის წესრიგში არაა, თუმცა ფეხბურთელის განეტი მამუკა ჯურელი დარწმუნებულია რომ დე ლაურენტისის შეწუხება საჭირო არაა და ნაპოლის ბოსი თავად გადაწყვეტს სულ მალე კონტრაქტის გახანგრძლივებას” – წერს გამოცემა.
იტალიურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ნაპოლიმ შესაძლოა კვარაცხელიას წლური ანაზღაურება 1.2 მილიონი ევროდან 4 მილიონამდე გაზარდოს.
Post Views: 2,363