ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი უმბერტო კიარიელო ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ საუბროს.
“მოდი ვიყოთ გულწრფელები. კვარას ადგილას ინსინიე რომ ყოფილიყო ბოლო ორი თვის მანძილზე რას გაუკეთებდნენ ? ქალაქის ცენტრში გაიყვანდნენ და კოცონზე დაწვავდნენ. კვარაცხელიამ ბოლო პერიოდში არაერთი რეალური მომენტი ვერ გამოიყენა. ჯერ მილანთან, შემდეგ ემპოლისთან, შემდეგ მადრიდის რეალთან და ბოლოს ინტერთან და იუვენტუსთან. კვარას აქედან რამდენიმე მათგანში გოლი რომ გაეტანა ხომ ხვდებით როგორ შეიცვლებოდა ნაპოლის ამბავი ? არ შეიძლება ყველაფრის ნათანსა და მერეტზე დაბრალება. გულწრფელები უნდა ვიყოთ და ვთქვათ რომ ხვიჩა ამჟამად ნაპოლის პრობლემაა. რეალიზაციის კუთხით პრობლემები აქვს და ამაზე თვალი არ უნდა დავხუჭოთ” – ასე გააკრიტიკა ჟურნალისტმა კვარა.
Post Views: 1,987