ცნობილი გახდა, რომ ვიქტორ ოსიმენი ნაპოლისთან კონტრაქტს 2026 წლამდე ახანგრძლივებს და წელიწადში ხელფასის სახით ბონუსებთან ერთად 10 მილიონ ევროს მიიღებს.
ამ დროს კი კვარაცხელიას ხელფასი 1.2 მილიონი ევროა წელიწადში და დე ლაურენტისი ადასტურებს, რომ გუნდი ხვიჩას კონტრაქტს ჯერ არ გაუხანგრძლივებს, რადგან კვარას ისედაც რამდენიმე წელი აკავშირებს კონტრაქტის მიხევდით ნაპოლისთან.
აღნიშნულს იტალიელი ქომაგები ეხმაურებიან და წერენ, რომ კვარაცხელიამ ნაპოლი უნდა დატოვოს რადგან ეს მისი უპატივცემულობაა და რაც ქართველმა ნეაპოლისთვის გააკეთა, ასეთ ხელფასს გუნდისგან არ იმსახურებს.
ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ კავარს აგენტი მამუკა ჯუღელი რამდენიმე გრანდის წარმომადგენელს შეხვდა, მათ შორის : ბარსელონას და ბაიერნის წარმომადგენლებს.
არის იმის ალბათობა, რომ 2024 წლის ზაფხულში ხვიჩამ ნაპოლი დატოვოს.