იტალიურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, პიოტრ ზელინსკი შესაძლოა ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს სხვა კლუბში გადაბარგდეს.
მედიის ცნობით, აურელიო დე ლაურენტისი პოლონელი ფეხბურთელის აგენტს “ემალება” და კონტრაქტის გახანგრძლივებას არ ჩქარობს.
თავის მხრივ, ზელინსკის მსურველები ბევრი ჰყავს. ყველაზე მეტად პოლონელი ნახევარმცველის დამატება “ინტერს” და “იუვენტუსს” სურთ.
პრესაში იწერება იმის თაობაზე, რომ თუ ზელინსკი გუნდიდან წავა, კვარაცხელია ფლანგიდან ცენტრში გადაიწევს და ოსიმენის უკან ითამაშებს, ფლანგზე კი სავარაუდოდ ელიფ ელმასი დადგება კვარას ნაცვლად.
კვარას აქვს ამ პოზიციაზე თამაშის გამოცდილება და საკმაოდ კარგადაც გამოსდის.
Post Views: 3,131