ცნობილი იტალიური გამოცემები კვარაცხელიას თამაშს 10-ქულიანი სისტემით საშუალოდ 7-დან 8 ქულამდე აფასებენ.
ერთ-ერთი გამოცემა Calcionapoli1926 კვარას შესახებ შემდეგ სიტყვებს აქვეყნებს.
“რა ვთქვათ, დაბრუნდა! ოსიმენის გოლშიც მონაწილეობდა, შემდეგ გადამწყვეტი გოლი გაიტანა. დღეს უფრო მშვიდი და თავისუფალი ჩანდა” – წერს გამოცემა.
სხვა გამოცემებიც იწონებენ კვარას თამაშს და წერენ, რომ ეს ხვიჩას საღამო იყო.
შეგახსენებთ, რომ კვარაცხელიას და ოსიმენის გოლებით ნაპოლიმ კალიარი დაამარცხა.
Post Views: 2,541