თეთრიწყაროს კულტურისა და სპორტის ცენტრი სოციალური ქსელით სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს.
„ა.ა.ი.პ „თეთრიწყაროს კულტურისა და სპორტის ცენტრი“ ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ცენტრთან არსებული ფოლკლორული ანსამბლის, „დიდგორის“, უხუცესი წევრისა და სოლისტის, უძველესი სვანური სიმღერების და საგალობლების უბადლო შემსრულებელისა და აღმდგენის, ჯოტო არღვლიანის გარდაცვალების გამო და თანაუგრძნობს განსვენებულის ოჯახს“, – აღნიშნულია პოსტში.
Post Views: 3,836