„ნაპოლის’’ პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა Corriere dello Sport-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ „ნაპოლი’’ მინიმუმ სამ ფეხბურთელს დაიმატებს.
“გუნდი ცენტრალური მცველით და მარჯვენა მცველით უნდა გავაძლიეროთ. დი ლორენცოს შემცვლელი ეყოლება. დაგვტოვა ელიფ ელმასმა. მან ვერ გაიაზრა თუ რაოდენ მნიშვნელოვანი ფეხბურთელი იყო ჩვენთვის. რაც შეეხება ზელინსკის, პოლონელს სურს მთელი ცხოვრების ნეაპოლში გატარება, თუმცა მისი სიტყვა და საქმე განსხვავებულია”- განაცხადა ლაურენტისმა.
როგორც ჩანს, ელმასის შემდეგ გუნდს დიდი ალბათობით პიოტრ ზელინსკიც დატოვებს.
რაც შეეხება კვარაცხელიას, ხვიჩას გუნდი უახლოეს დღეებში დიდი ალბათობით კონტრაქტს გაუუმჯობესებს.
Post Views: 1,743