ნაპოლის პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა ვიქტორ ოსიმენის კონტრაქტის გახანგრძლივების შესახებ კომენტარი გააკეთა :
“შესაძლოა, მხოლოდ ამ სიტყვას გამოვიყენებ. მოდი, ეს იყოს სიურპრიზი ნაძვის ხის ქვეშ, ყველას გილოცავთ შობას”. – განაცხადა ლაურენტისმა და ყველას მიახვედრა რომ ვიქტორი გუნდში რჩება და ახალ კონტრაქტს გააფორმებს.
რაც შეეხება კვარაცხელიას, ხვიჩას გუნდთან კონტრაქტი ისედაც 2027 წლამდე აქვს და ნაპოლის ბოსი არ ჩქარობს ქართველი ფეხბურთელის ხელშეკრულების პირობების გაუმჯობესებას.
იტალიურ მედიაში გავრცელებული ცნობებით, ხვიჩას კონტრაქტს ახალი წლის შემდეგ განიხილავს დე ლაურენტისი და ოსიმენის შემდეგ ხვიჩასაც გაუფორმებს ახალ, გაუმჯობესებულ ხელშეკრულებას.
Post Views: 1,122