„ნაპოლი“, შესაძლოა, კიდევ ერთმა ფეხბურთელმა დატოვოს.
გამოცემა Il Mattino-ს ინფორმაციით, პიოტრ ზელინსკი მილანის „ინტერში“ გადასვლასთან ახლოსაა.
გამოცემის ცნობით, 29 წლის ფეხბურთელმა იტალიური ფეხბურთის გრანდთან პირადი კონტრაქტის დეტალებიც შეათანხმა. ის მილანურ გუნდში სამი წლის განმავლობაში დარჩება და ანაზღაურების სახით 4.5 მილიონ ევროს მიიღებს სეზონში.
შეგახსენებთ, რომ გუნდი უკვე დატოვა ელიფ ელმასმა, რომელიც “ლაიფციგში” გადაბარგდა.
Post Views: 2,929