Calcio e Finanza-ს ცნობით, გასულ კვირაში იტალიის ფეხბურთის ფედერაციამ მომავალი სეზონისთვის ლიცენზირების ახალი სისტემა დაამტკიცა. კერძოდ, კლუბებმა 2024 წლის 4 ივნისამდე განაცხადის შეტანასთან ერთად წერილობითი ფორმით უნდა დაადასტურონ, რომ არ მიიღებენ იმ ტურნირებში მონაწილეობას, რომლებსაც ფიფასა და უეფას მიერ არაღიარებული ორგანიზაციები ჩაატარებენ.
წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი ლიცენზიის გარეშე დარჩებიან და სერია A-ში ვერ იასპარეზებენ.
შეგახსენებთ, რომ ნაპოლის პრეზიდენტს სურს სუპერ ლიგაში ასპარეზობა და რეალს და ბარსელონას მხარდაჭერა გამოუცხადა.
თუ ლაურენტისი უარს არ იტყვის სუპერ ლიგაში მონაწილეობაზე, მისი გუნდი მკაცრად დაისჯება.
Post Views: 1,507