ხვიჩა კვარაცხელიამ “მონცასთან” არასპორტული საქციელისთვის 82-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო.
კვარას ამ სეზონში 4 ყვითელი ბარათი (ბოლონიასთან, იუვენტუსთან, ლეჩესთან და მონცასთან) დაუგროვდა. ერთი ბარათიც და ქართველს დისკვალიფიკაცია ემუქრება.
სერია A-ში 34 მატჩში სულ ერთი გაფრთხილება მიიღო. ახლა კი მას 17 შეხვედრაში უკვე 4 ყვითელი ბარათი დაუგროვდა.
იტალიაში საფეხბურთო ექსპერტები და ჟურნალისტები ხვიჩას ურჩევენ რომ გაცილებით მშვიდად ითამაშოს და მეტოქეების პროვოკაციებს არ წამოეგოს.
Post Views: 971