მოგეხსენებათ, რომ ნაპოლისა და მონცას შეხვედრის დროს ხვიჩა კვარაცხელია და ბონდო ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.
მსაჯმა ორივე ფეხბურთელს ყვითელი ბარათი უჩვენა, ხოლო ნაპოლის მწვრთნელი კი ზედმეტი აღშფოთების და გაბრაზების გამო მოედნიდან გააძევა.
საფინალო სასტვენის შემდეგ ხვიჩა კვარაცხელია ბონდოსთან მივიდა და ფეხბურთელებს შორის მშვიდი დიალოგი შედგა. სასიხარულოა რომ ხვიჩამ და მონცას ფეხბურთელმა ყველაფერი გაარკვიეს და ერთმანეთს კარგად და თბილად დაემშვიდობნენ.
იტალიური პრესა იუწყება, რომ მატჩის დასრულების შემდეგ კვარაცხელიამ ბონდოს აუხსნა თუ რის გამო გაბრაზდა ასე და ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდა.
Post Views: 1,973