ნაპოლის მთავარმა მწვრთნელმა ვალტერ მაძარიმ მონცასთან გამართული შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან ისუაბრა და კვარაცხელიას შესახებაც გააკეთა კომენტარი.
“კვარაცხელიას მუდამ რამდენიმე მეტოქე მეურვეობს. მას თავისუფლება მივეცი და ხშირად სხვა ფლანგზეც გადადიოდა. ამან შედეგი ვერ გამოიღო რადგან კვარას უხეშად ეთამაშებიან და მუდამ ფეხებში ურტყავენ. ეს როდემდე უნდა გაგრძელდეს ? ფეხბურთის ნაცვლად რაგბის თამაშობენ. ჩემი განრისხებაც ამან გამოიწვია. ხვიჩას თამაშის საშუალება უნდა მისცენ. ვფიქრობ კვარა მოედნის ცენტრში და კართან ახლოს უფრო სასარგებლო იქნება” – განაცხადა მაძარიმ DAZN-თან ინტერვიუში.
Post Views: 2,472