იტალიური გამოცემები იუწყებიან, რომ ნაპოლის პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს გუნდის გაძლიერებას გეგმავს და რამდენიმე ხმაურიანი ტრანსფერის განხორციელებას აპირებს.
დე ლაურენტისს არ სურს ისეთი ვარსკვლავების დაკარგვა როგორებიც ხვიჩა კვარაცხელია და ვიქტორ ოსიმენი არიან.
ნეაპოლურ პრესაში ასევე იწერება, რომ სულ მალე დე ლაურენტისი კვარაცხელიას კონტრაქტს გადახედავს და ქართველს გუნდში ერთ-ერთ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელად გახდის.
ნაპოლის ბოსს არ სურს ხვიჩას დაკარგვა, რადგან მასში გუნდის მომავალს და მთავარ ძალას ხედავს.
მიუხედავდ იმისა, რომ ვიქტორ ოსიმენმა გუნდთან ხელშეკრულება გაახანგრძლივა, დიდია ალბათობა ზაფხულში ნიგერიელი ფორვარდი მაინც გადაბარგდეს ინგლისის პრემიერ ლიგაში.
რაც შეეხება კვარაცხელიას, ხვიჩას მიმართ ინტერესს ევროპის უძლიერესი გუნდები იჩენენ. თუ ნაპოლის პრეზიდენტი ხვიჩას სათანადოდ არ დააფასებს, შესაძლოა 2024 წლის ზაფხულში კვარა სხვა გუნდში ვიხილოთ.