ხვიჩა კვარაცხელიამ ნაპოლის 2024 წლის პირველი ვარჯიში გამოტოვა.
კვარამ გუნდს მცირე შვებულება მოსთხოვა და რამდენიმე დღე საქართველოში გაატარა. ხვიჩა ახალ წელს სწორედ სამშობლოში შეხვდა და გუნდს 2 იანვარს შეუერთდა.
კვარაცხელიამ სრული დატვირთვით გუშინ, 3 იანვარს ივარჯიშა გუნდთან ერთად.
ნაპოლის პირველი შეხვედრა 2024 წელს 7 იანვარს ტორინოს წინააღმდეგ იქნება.
Post Views: 949