იტალიური გამოცემის Gazzetta-ს ინფორმაციით, “ნაპოლის” ყოფილ კაპიტანს, 32 წლის ლორენცო ინსინიეს „ნაპოლიში“ სურს დაბრუნება.
მთავარ პრობლემას კი ხვიჩა კვარაცხელია წარმოადგენს, რომელიც ახლა გუნდის შეუცვლელი წევრია, ხოლო ლორენცოს სათადარიგოთა სკამზე ჯდომა არ სურს.
იტალიური მედია იუწყება, რომ ინსინიე იმ შემთხვევაში დაბრუნდება კვლავ ნაპოლიში, თუ ხვიჩა სხვა გუნდში გადავა.
თავად ლორენცომაც იცის რომ მასზე 10 წლით უმცროს კვარაცხელიას კონკურენციას ვეღარ გაუწევს.
ლორენცო ამჟამად კანადაში, “ტორონტოს” ღირსებას იცავს.
Post Views: 1,086