საქართველოს ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი მალხაზ ასათიანი Match TV-ს ესაუბრა, სადაც ხვიჩა კვარაცხელიასა და ჯანო ანანიძის შესახებ ისაუბრა.
“ეჭვგარეშეა რომ კვარაცხელია რუსეთის პრემიერლიგის ბოლო წლების საუკეთესო ქართველი ფეხბურთელი იყო. ჩემთვის ხვიჩა უპირატესია, თუმცა თუ ტალანტის თვალსაზრისით შეხვედავთ, ხვიჩაზე ნაკლები ჯანო ანანიძე არ ყოფილა. ჯანომ თავისი შესაძლებლობების მხოლოდ 50 %-ის გამოყენება შეძლო” – განაცხადა ასათიანმა.
შეგახსენებთ, რომ ანანიძემ მუდმივი ტრავმების გამო კარიერა 29 წლის ასაკში დაასრულა.
Post Views: 1,730