ნაპოლის პრეზიდენტის აურელიო დე ლაურენტისის ბრძანებით, “სალერნიტანასთან” მატჩამდე ნაპოლის ფეხბურთელები არა კლუბის ბაზაზე, არამედ სასტუმრო Serapide-ში იცხოვრებენ და სასტუმროსთან ახლომდებარე მოედნებზე ივარჯიშებენ.
პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, ფეხბურთელები მთელი კვირის განმავლობაში იზოლირებულ გარემოში იქნებიან და დროს სასტუმროში გამოკეტილები გაატარებენ.
შეგახსენებთ, რომ „ნაპოლისა“ და „სალერნიტანას“ მატჩი 13 იანვარს, საქართველოს დროით 18:00 საათზე ჩატარდება
Post Views: 8,542