Corriere dello Sport ინფორმაციას ავრცელებს, რომლის თანახმადაც როგორც კი ვიქტორ ოსიმენი აფრიკის თასიდან დაბრუნდება, ნაპოლის პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი მას შეხვდება.
ნაპოლის ბოსი როგორც ოსიმენს, ასევე კვარაცხელიას გაესაუბრება და შემრიგებლის როლს მოირგებს.
ასევე იწერება, რომ შეხვედრას დაესწრება გუნდის კაპიტანი ჯოვანი დი ლორენცოც.
აურელიო დე ლაურენტისს არ სურს ფეხბურთელებს შორის დაძაბულობა და ყველაფერს გააკეთებს, რომ გუნდის მთავარმა ვარსკვლავებმა კვლავ კარგად გაუგონ ერთმანეთს და იმეგობრონ.
გუნდის პრეზიდენტი შეშინებულია რომ კონფლიქტი ახალ ეტაპზე გადავა და ეცდება ეს ყოველივე საწყის ეტაპზევე ჩაახშოს.
Post Views: 1,363