ხვიჩა კვარაცხელიას ნაპოლი გამარჯვების გზას კვლავ დაუბრუნდა.
ნეაპოლელებმა იტალიის ჩემპიონატის ბოლო ტურში სალერნიტანა დაძაბულ ბრძოლაში 2-1 დაამარცხეს და მნიშვნელოვანი სამი ქულა მოიპოვეს.
კვარაცხელია მთელი შეხვედრა აქტიური იყო და რამდენიმე კარგი და სახიფათო მომენტიც შექმნა ინდივიდუალურად.
“კვარას ეს ვერსია გაცილებით უკეთესია ვიდრე წინა მატჩებში. აშკარაა რომ თავის თავზე უფრო მეტად იღებდა თამაშს და ხშირად ამწვავებდა. სასიხარულოა რომ გარე ფაქტორებმა მის პერფორმანსზე უარყოფითად არ იმოქმედა და გუნდისთვის მაქსიმუმი გაიღო. რაც შეეხება ყვითელ ბარათს, ეს გამოუცდელობის ბრალია და მომავალში გამოასწორებს ” – წერს ერთ-ერთი იტალიური გამოცემა.
Post Views: 9,483