ლონდონში The Best FIFA Football Awards 2023-ის დასრულებისთანავე ცნობილი გახდა ვის მისცეს ხმები ეროვნული ნაკრებების კაპიტნებმა და მწვრთნელებმა.
ლუჩიანოი სპალეტიმ, რომელიც ამჟამად იტალიის ნაკრების მწვრთნელია, ხვიჩა კვარაცხელია საუკეთესო 3 ფეხბურთელში არ დაასახელა.
სპალეტიმ პირველ ადგილზე მესი გაიყვანა, მეორეზე მბაპე, ხოლო მესამეზე კი ვიქტორ ოსიმენი დაასახელა.
გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო ნაპოლის მცველმა ამირ ბრაჰმანიმ, რომელიც კოსოვოს ნაკრების კაპიტანია.
ბრაჰმანიმ პირველ ადგილზე ოსიმენი გაიყვანა, მეორეზე კვარაცხელია, ხოლო მესამეზე კი მესი.
Post Views: 1,584