ხვიჩა კვარაცხელიას ნაპოლიმ იტალიის სუპერთასის ნახევარფინალში ფიორენტინა 3:0 დაამარცხა და ფინალში გავიდა.
გუნდის მწვრთნელმა ვალტერ მაძარიმ კვარაცხელია მეორე ტაიმში ნაადრევად გაიყვანა მოედნიდან.
პრესკონფერენციაზე კი მაძარიმ ახსნა თუ რატომ გააკეთა ეს.
“რაც წინა წელს ხდებოდა, როცა ნაპოლი შესანისნავც მეტოქეებს ხვდებოდა, კვარა გუნდს ეხმარებოდა. დღესაც დაეხმარა ხვიჩა გუნდს. მეორე ტაიმში კვარა წინ წავწიე და სიმეონეს უკან დავაყენე. მიუხედავად მისი აქტიურობისა, ფიორენტინა ყურადღებით იყო და კარგად აიყვანეს დაცვაში. შეცვლები მომიწია და ვეცადე მეპოვა გზა, რომელიც მათ შეჩერებაში დაგვეხმარებოდა” – განაცხადა მაძარიმ.
შეგახსენებთ, რომ ნაპოლის რიგებში დუბლი ალესიო ძერბინმა შეასრულა, რომელიც სათადარიგო სკამიდან ჩაერთო და გუნდის გამარჯვებაში დიდი როლი ითამაშა.
Post Views: 27,227