იტალიური გამოცემა Il Mattino ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ახალ ინფორმაციას აქვეყნებს.
გამოცემა წერს, რომ ქართველი შემტევი შესაძლოა “ინტერთან” სათადარიგო სკამზე აღმოჩნდეს.
მაძარის კვარა “ფიორენტინასთან” გადაღლილი მოეჩვენა და ამიტომაც შეცვალა მეორე ტაიმში მალევე.
ერთ-ერთი ნეაპოლური ინტერნეტ გამოცემა წერს რომ შესაძლოა სათადარიგო სკამი ხვიჩას მოუხდეს და უფრო გამოფხიზლდეს.
“კვარა არავინ იცის როდის აფეთქდება, დასვენებული თუ შემოვა სათადარიგოდან, შესაძლოა ინტერს ბევრი პრობლემა შეუქმნას. შესაძლოა დაღლილობის გამო ეს იძულებითი “დასჯა” ქართველს მოუხდეს და უფრო ათამაშდეს’ – წერს გამოცემა.
ჯერ-ჯერობით უცნობია რა გადაწყვეტილებას მიიღებს ნაპოლის მწვრთნელი და ჩაანაცვლებს თუ არა ქართველს ინტერთან სხვა ფეხბურთელით.
Post Views: 12,159