ნაპოლის პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა ინტერთან წაგებული ფინალის შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა და თქვა რომ თავისი ფეხბურთელებით ამაყობს.
“ვარ თუ არა გაბრაზებული ბიჭებზე ? რა თქმა უნდა არა. მათ ბოლომდე იბრძოლეს და თავი არ დაზოგეს. გასახდელში ჩავედი და ყველას სათითაოდ მადლობა გადავუხადე. მოგების შემთხვევაში მატთ საჩუქარს დავპირდი (ფულადი პრიზი), თუმცა მაინც მივცემ მათ ამ საჩუქარს. ბიჭებმა ეს დაიმსახურეს. ჩვენ რამდენიმე ფეხბურთელი ვიყიდეთ, ამასთანავე როცა ანგისა და ოსიმენი გუნდს დაუბრუნდებიან, ნაპოლი კვლავ ძლიერი გახდება. გუნდი ახლა სწორ გზას ადგას და მალე დაუბრუნდება ძველ ფორმას” – განაცხადა ლაურენტისმა.
Post Views: 22,535