იტალიის ნაკრების და ნაპოლის მარჯვენა გარემარბი მატეო პილიტანო ნეაპოლურ კლუბთან ახალ კონტრაქტს გააფორმებს.
ჯანლუკა დი მარციოს ინფორმაციით, ყველა დეტალი მოგვარებულია და მხარეებმა შეთანხმებას მიაღწიეს.
პოლიტანომ საუდის არაბეთიდან შემოთავაზება უარით გაისტუმრა და ნაპოლიში 2027 წლამდე დარჩება.
მატეოს ანაზღაურება 3.2 მილიონ ევრომდე იქნება, რაც თითქმის ორჯერ მეტია, რასაც კვარაცხელია გამოიმუშავებს.
იტალიურ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ხვიჩას აგენტი მამუკა ჯუღელი საუდის არაბეთში იმყოფებოდა და აურეილო დე ლაურენტისს უნდა გასაუბრებოდა, თუმცა მას შემდეგ ხვიჩას კონტრაქტის გაუმჯობესების შესახებ არანაირი ინფორმაცია აღარ გავრცელებულა.
Post Views: 972